26 დეკემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ცნობილი სცენარი, უცნობი გეგმით - ოპოზიცია კარვებს აგროვებს - როგორ აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების სტრატეგიას

გეგმის გამოცხადების მოლოდინში მყოფ, გაბრაზებულ ამომრჩეველს ნიკა გვარამია ისევ კარვებს სთავაზობს, მობილიზებასაც მათგანვე, საჯაროდ ითხოვს. ”ახალის” ოფისში დღეს კარვების ნაწილი უკვე მიიტანეს, თუმცა მათი გაშლა ჯერ შეთანხმებული არ არის, არც პარტიებთან და არც ოპოზიციის მხარდამჭერებთან. სწორედ სამოქმედო გეგმის განსახილველად შეიკრიბნენ "კოალიცია ცვლილებებისთვის" შტაბში ბარიერგადალახული სუბიექტები - აქტივისტებთან ერთად, შეკრებას ისევ 3 პოლიტიკური ძალა ესწრებოდა.

შეკრებაზე ლიდერები არ ყოფილან არც "ლელოდან" და არც "ნაციონალური მოძრაობიდან". ყოფილ სახელისუფლებო პარტიას დღეს დიმა ჩიქოვანი და იგორ ნარმანია წარმოადგენდნენ. ოპოზიციის სამოქმედო გეგმის გამოცხადება დღესაც ორშაბათისთვის გადაიდო.

სამეულის ტაქტიკას და კარვების მობილიზების ინიციატივას, ისევ ემიჯნება მეოთხე - გახარიას პარტია. ყოფილი პრემიერის გუნდში ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ამომრჩეველი მხოლოდ ქუჩაში დგომას სთხოვს და არა კარავში შესვლას. ამბობენ, რომ მათთვის ძალადობაზე მინიშნებაც კი წითელი ხაზია.

დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა ტრადიციულად არჩევნების შემდეგ - ასე აფასებს ოპოზიციის ნაბიჯებს სახელისუფლებო გუნდი. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტები მოქალაქეების გაბრაზების მიზნით ცდილობენ, საპროტესტო მუხტი ნებისმიერი საშუალებით აწიონ და საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირება გამოიწვიონ.

რა ფორმა ექნება ოპოზიციის პროტესტს - კონკრეტული გეგმა ისევ არ არის, დაანონსებული კი ქუჩის უწყვეტი აქციებია.

დღის ამბები