26 დეკემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ესპანეთში, მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

 

ესპანეთში, ვალენსიის რეგიონის ქალაქ ტორენტში მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა.

სამაშველო-სამძებრო სამუშოები გრძელდება. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სტიქიის რეგიონში მაშველებთან ერთად 17 500 ჯარისკაცი და სამართალდამცველი მუშაობს.

სტიქიის ზონაში ესპანეთის მეფე ჩავიდა. მონარქს დაზარალებული მოსახლეობა პროტესტით დახვდა.

დღის ამბები