26 დეკემბერი 2024,   22:39
ვრცლად
“დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ხმა მივეცი თავისუფალ, სტაბილურ და აყვავებულ მოლდოვას. მოლდოვას, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს ენის, ეროვნების, ასაკის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად“ - მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატი

დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ხმა მივეცი თავისუფალ, სტაბილურ და აყვავებულ მოლდოვას, მოლდოვას, რომელიც პატივს სცემს თავის ხალხს ენის, ეროვნების, ასაკის, რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტობის კანდიდატმა ალექსანდრე სტოიანოგლომ განაცხადა.

“მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ კორუფციის და არჩევნების გაყალბების. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, რომელზეც წვდომა უნდა ჰქონდეს მოლდოვის ყველა მოქალაქეს. მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა ხმების მოსყიდვაში, პარტია, რომელიც მხარს მიჭერს ამ არჩევნებში, არ მონაწილეობს ხმების მოსყიდვაში“, - აღნიშნა სტოიანოგლომ.

დღის ამბები