გახარიას პარტიის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ისინი პროტესტის ორგანიზებაში ჩართულები არ არიან, სიტყვით არ გამოდიან აქციაზე, მაგრამ ამომრჩევლების გვერდით დგანან.
მისი განმარტებით, მათ აქვთ თავიანთი ხედვა, რომელსაც უახლოეს დღეებში გააცნობენ მოქალაქეებს.
"ახალი არ არის ის, რომ ჩვენ პროტესტის ორგანიზებაში ჩართულები არ ვართ, ისევე როგორც სცენაზე არ ვდგავართ, მაგრამ ვდგავართ ჩვენს ამომრჩეველთან ერთად და ვართ იმ საერთო მიზანში, რასაც ამ ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება ჰქვია. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ხედვა, რომელსაც უახლოეს დღეებში აუცილებლად გავაცნობთ ჩვენ მოქალაქეებს. მთავარი არის ის ერთიანი ბრძოლა, რომლის მიზანია საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.