26 დეკემბერი 2024,   22:26
ვრცლად
საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

საუდის არაბეთში, ალ-ჯაუფის რეგიონში უდაბნო თოვლით დაიფარა. უცნაურ სტიქიურ მოვლენებს უკვე რამდენიმე დღეა აკვირდებიან. უდაბნოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, ზოგიერთი რეგიონი კი თოვლით დაიფარა.

საუდის არაბეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ცნობით, უახლოეს დღეებში, ალ-ჯაუფის უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ შემდგომ ძლიერ წვიმასა და სეტყვას, რამაც შესაძლოა ხილვადობა შეამციროს.

სინოპტიკოსები, ამინდის ასეთ ცვლილებას, არაბეთის ზღვაში დაბალი წნევის ზონების გაფართოებით ხსნიან, რომლებიც ომანისკენ მიემართება.

დღის ამბები