05 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
სლოვაკი ალპინისტი ლანგტანგ ლირუნგის მწვერვალის ისტორიული დაპყრობის შემდეგ დაიღუპა

სლოვაკი ალპინისტი ონდრეი ჰუსერკა, ნეპალში, ლანგტანგ ლირუნგის მწვერვალიდან დაშვების დროს დაიღუპა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის მთამსვლელთა ასოციაციის განცხადებით, 7234 მეტრის სიმაღლის მწვერვალზე ისტორიული ასვლის შემდეგ, მთამსვლელი მწვერვალიდან დაშვების დროს მოწყდა და ღრმა ყინულოვან ნაპრალში ჩავარდა. შემთხვევა გასული კვირის ხუთშაბათს მოხდა.

სლოვაკი მთამსვლელის პარტნიორმა, ჩეხმა ალპინისტმა მარეკ ჰოლეჩეკმა, ჰუსერკას დაღუპვა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

სლოვაკეთის მთამსვლელთა ასოციაციის განმარტებით, ალპინისტის სამძებრო ოპერაციას ამინდის გაუარესება აფერხებს. მათი თქმით, დაბალი ხილვადობის გამო, ვერტმფრენი სამძებრო ოპერაციაში ვერ ერთვება.

დღის ამბები