24 დეკემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"მოვითხოვთ, გიორგი კალანდარიშვილმა მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად იქნება გამოცხადებული" - დავით კირთაძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს სხდომის ჩატარებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.

"აქ შეკრებილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციური წევრები მოვითხოვთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად იქნება გამოცხადებული და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები