26 დეკემბერი 2024,   14:31
ვრცლად
თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებულ დონალდ ტრამპს გამარჯვებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ

თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპი მთელი მსოფლიოდან მილოცვებს იღებს. "რესპუბლიკელების" კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვა ევროპის ზოგიერთმა ლიდერმა იმაზე ადრე დაიწყეს, ვიდრე საბოლოო შედეგები გამოცხადდებოდა.

ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი იყო, მას მოყვა იტალიის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი, პოლონეთის პრეზიდენტი და სხვები. მისალოცი ტექსტები გამოაქვეყნეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ბრიუსელს და ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს სჯერათ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ევროპისა და შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობა გაგრძელდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი იმის თქმასაც არ მოერიდა, რომ ევროკავშირისა და ამერიკის ურთიერთობები მეტია, ვიდრე მოკავშირეობა.

თავის მხრივ, ვაშინგტონის განსაკუთრებულ როლს სამხედრო ალიანსის გაძლიერებაში ხაზს უსვამს ნატო-ს გენერალური მდივანი. მილოცვების გარდა, ამერიკის 47-ე პრეზიდენტს დღეს დადებული პირობებიც შეახსენეს, მაგალითად რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელმაც დონალდ ტრამპს მეგობარი უწოდა და გაახსენა, რომ მან პირობა დადო ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის შეწყვეტას.

დღის ამბები