26 დეკემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ტრამპის გამარჯვებით რადიკალურად იცვლება დღის წესრიგი... მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა მნიშვნელოვნად გადაიტვირთება" - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა "ღამის კურიერის" ეთერში, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, იმ ცვლილებების ფონზე, რაც დონალდ ტრამპმა დააანონსა, მათ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის და უკეთესობისკენ შეცვლის ლოგიკური მოლოდინი აქვთ.

"მივულოცავ ამერიკელ ხალხს, მივულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ბატონ ტრამპს და მის მხარდამჭერებს, რადგან წარმოუდგენელი ზეწოლის, წარმოუდგენელი ფაქტების - საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობის ფონზე, მიმდინარეობდა ეს არჩევნები და ეს გამარჯვება ნამდვილად ისტორიული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პირობებშიც.

ტრამპის გამარჯვებით რადიკალურად იცვლება დღის წესრიგი, რაზეც ის თავადაც საუბრობს. მშვიდობაზე ორიენტირებული დღის წესრიგი არის თემა, რომელსაც ჩვენც, მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ძალიან კარგად და ნათლად ვაჩვენებთ ჩვენს ამომრჩეველს. ძალიან ლოგიკურია, რომ იმ ცვლილებების ფონზე, რასაც ტრამპი აანონსებს - მშვიდობის პოლიტიკა და ტრადიციული ღირებულებების დაფასება, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა მნიშვნელოვნად გადაიტვირთება, გადაიხედება უკეთესობისკენ", - აცხადებს წილოსანი.

დღის ამბები