26 დეკემბერი 2024,   17:09
ვრცლად
ხმაური ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან - ოპოზიციური პარტიის ლიდერები საოლქოს შენობაში შესვლას ითხოვენ

ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ ხმაურია. 

ტერიტორიაზე მივიდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებიც საოლქოს შენობაში შესვლას ითხოვენ, რასაც პოლიციასთან შელაპარაკება მოჰყვა.

როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ სურდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და თვალი ედევნებინათ იმ პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქში.

სხდომა უკვე დასრულებულია, თუმცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, რუპორებით და სასტვენებით არიან მობილიზებულები. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა ჯგუფი, რომლებსაც ერთგვარი კორდონი აქვთ გაკეთებული.

 

დღის ამბები