08 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ხელისუფლების პირობებში, რუსული კანონი იარსებებს თუ არა" - ნიკა გვარამია

"ამ მომენტში, არანაირი კანონი არ მაინტერესებს და არავის არ ვურჩევდი, რომ ამ თემაზე ილაპარაკოს", - ასე გამოეხმაურა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის პირველი პირების განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ "ქართული ოცნება" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონებს არ გააუქმებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.

ისივე თქმით, ამ მომენტში, როდესაც საქართველოს ისტორიული ბედი წყდება, ცალკეულ კანონებზე საუბარი ნაკლებად მნიშვნელოვანია.

"ამ მომენტში, არანაირი კანონი არ მაინტერესებს და არავის არ ვურჩევდი, რომ ამ თემაზე ილაპარაკოს. საქართველოს ისტორიული ბედი წყდება, არანაირ კანონს მნიშვნელობა არ აქვს - ავტორიტარიზმში, კანონი იქნება თუ არ იქნება, უფლებები არ არის დაცული, რადგან ავტორიტარიზმის ანატომია არის უფლებების დარღვევა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ხელისუფლების პირობებში, რუსული კანონი იარსებებს თუ არა - აბსოლუტურად უმნიშვნელოა", - აცხადებს ნიკა გვარამია.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, გადასახედია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროინტეგრაციისკენ გზაზე საქართველოს ხელს უშლის.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, კანონი, ქმედება თუ რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის და წინ ეღობება საქართველოს ევროინტეგრაციას ამ გზაზე, არის გადასახედი, გასაუქმებელი, შესაცვლელი და ა.შ. ახლა რომ ვიყო ხელისუფლებაში, არ მივიღებდი არცერთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩემს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ხელს შეუშლიდა," - აცხადებს ბუჩუკური.
 
ამავე თემაზე
დღის ამბები