"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თბილისში აქციები ყოველდღიურად მიმდინარეობს და არ შეიძლება ითქვას, რომ აქციები არ იმართება.
მისი განმარტებით, მთავარია თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ მისი აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესებში.
"საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს, ხვალაც არის საპროტესტო აქცია დაგეგმილი, ზეგაც არის დაგეგმილი და მანამდეც ყოველდღიურად იმართებოდა. შესაბამისად, ეს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და ვერ ვიტყვით, რომ საპროტესტო აქციები არ არის. ეს საპროტესტო აქციების დასასრული არ არის. მე ვფიქრობ, რომ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც აიძულებს "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს უკან დაიხიოს. ამ ორ კომპონენტზეა მთლიანად დამოკიდებული ჩატარდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა ოპოზიციას აქვს. პირველი, ეს არის ქუჩის პროტესტი და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს, რომ მისი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ანა წითლიძემ.