მმართველი გუნდის განცხადებას, რომ არჩევნების დღეს გაიცა დავალება, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი გახარიას და "ლელოს" ბარიერის გადალახვაში დახმარებოდა, აბსურდულს და არასერიოზულს უწოდებენ თავად ამ პარტიებში.
კერძოდ, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელისუფლებო პარტიას აქვს ინფორმაცია, როგორ მოხდა არჩევნების დღეს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივის მიერ გიორგი გახარიას და "ლელოს" პარტიისთვის მხარდაჭერა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ეს განცხადებები არაფრისმომცემია.
"სრული ბოდვაა, რასაც ამასთან დაკავშირებით ამბობენ. აღარ არის საინტერესო ქართული ოცნების ეს ბოდვები, რომელიც საერთოდ არაფრისკენ არის მიმართული", - აცხადებს ანა წითლიძე.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ მათ ხმები დამოუკიდებლად მოიპოვეს.
"ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც მიიღო ანტინაცური ხმების მხარდაჭერა", - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.