რაზე საკითხები განიხილეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და ოპოზიციამ შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა - ამ თემაზე "დღის კურიერის" კითხვას ანა წითლიძემ უპასუხა.
ანა წითლიძის თქმით, განხილვის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.
"დღეს ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო დარღვევები და ის დანაშაულები, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ხდებოდა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში და, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოქალაქეებს წაართვა თავისუფალი არჩევნების ნება, როდესაც მოიპარა და მიიტაცა არჩევნები. ევროკავშირის ელჩთანაც განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეს არჩევნები, წინასაარჩევნო დანაშაულები და ის პროცესები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით," - განაცხადა წითლიძემ.