08 ნოემბერი 2024,   20:02
ვრცლად
"ეს ორი კვირაა, ვხედავთ იმ უნიჭო სცენარის განვითარების მცდელობას, რომელიც "მაკკეინის ინსტიტუტიდან" ჩამოვიდა" - ირაკლი კირცხალია

"ჩვენთვის ყველაზე მთავარია ჩვენი ხალხის ლეგიტიმაცია, იმ მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანის ლეგიტიმაცია, რომელიც მოვიდა 26-ში, მართლა ქუდზე კაცი გამოცხადდა და მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ განვითარებას," - ამის შესახებ ირაკლი კირცხალიამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიცია "მაკკეინის ინსტიტუტის" სცენარის განვითარებას "უნიჭოდ ცდილობს".

"ეს ორი კვირაა, ვხედავთ იმ უნიჭო სცენარის განვითარების მცდელობას, რომელიც ჩამოვიდა იქიდან - "მაკკეინის ინსტიტუტს" ვგულისხმობ. იმის მეათედსაც ვერ აკეთებენ, არანაირი რესურსი ამათ არ აქვთ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ჩვენი ხალხის ლეგიტიმაცია, იმ მილიონ 100 ათასზე მეტი ადამიანის ლეგიტიმაცია, რომელიც მოვიდა 26-ში, მართლა ქუდზე კაცი გამოცხადდა და მხარი დაუჭირა "ქართულ ოცნებას", ქვეყნის მშვიდობიან და ღირსეულ განვითარებას. ეს არის ჩვენთვის პირველადი და ყველაზე მთავარი ლეგიტიმაცია.

ესენი როგორც "აბოლებდნენ" და სიცრუეს "აჭმევდნენ" თავიანთ ამომრჩეველს, ეს ყველაფერი გაუცამტვერდათ. იყვნენ დღეს ბატონ ჰერჩინსკისთან. იქაც სთხოვენ, მოიტანეთ მტკიცებულებებიო. სად არის ეს მტკიცებულება? არ არსებობს ეს მტკიცებულებები და შეესვან საზოგადოებისთვის, თავიანთი ამომრჩევლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები