08 ნოემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"ჩვენო მეგობრებო, პარტნიორებო, ვერ ეტყვი ქართველებს, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის ქვეყნის ევროპული გზა, ეს კონტრპროდუქტიულია" - ირაკლი კირცხალია

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ისინი პარტნიორებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის ყოველთვის მზად არიან, მაგრამ ქვეყნის ინტერესებით არასდროს არ ივაჭრებენ.

მისი განმარტებით, პარტნიორებს არჩევნებამდეც უხსნიდნენ და ახლაც ეუბნებიან, რომ ქართველებისთვის არ შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპული გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადის.

"ჩვენ წინასაარჩევნოდაც ძალიან კორექტულად მოვუწოდებდით თითოეულ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და მათ წარმომადგენლებს, როდესაც მათგან ასეთი გზავნილები მოდიოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე პოსტსაარჩევნოდ, როდესაც არჩევნები ჩატარებულია და ყველა ვხედავთ, როგორი ლეგიტიმაციით გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ"; ჩვენო მეგობრებო, პარტნიორებო ვერ ეტყვი ქართველებს, რომ ლგბტ პროპაგანდაზე გადის ქვეყნის ევროპული გზა, ვერ ეტყვი, რომ შავი ფულის ტრიალზე და გაუმჭვირვალობაზე გადის ევროპული გზა. ეს კონტრპროდუქტიულია. ეს კონტრპროდუქტიულია, როგორც წინა საარჩევნოდ, ასევე - პოსტსაარჩევნოდ. ამ ყველაფერს, ჩვენ პოლიტიკას, ჩვენს მიღებულ კანონებს და იმ გზას, რა გზაც არჩეული გვაქვს ჩვენ, პირველი და პრიორიტეტული ჩვენთვის არის ქვეყნის ინტერესები და შემდეგ - დანარჩენი ყველაფერი. ამას მისცა ხალხმა ხმა და ეს დადასტურდა 26 ოქტომბერს. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებით არასდროს არ ვივაჭრებთ", - განაცხადა კირცხალიამ.

დღის ამბები