26 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას იწყებს - ნოემბერში, ჩვენი გუნდი ორ მატჩს, უკრაინასთან და ჩეხეთთან გამართავს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ნოემბერში, ჩვენი გუნდი ერთა ლიგაზე ორ მატჩს, უკრაინასთან და ჩეხეთთან გამართავს. დაგეგმილ შეხვედრებზე დღეს მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მედიასთან ისაუბრეს.

მთავარმა მწვრთნელმა მატჩებისთვის გამოცდილი ფეხბურთელები გამოიძახა. გარდა იმ მთავარი ბირთვისა, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად თამაშობს, გუნდს ნიკა კვეკვესკირი და ანზორ მექვაბიშვილი დაუბრუნდნენ. განაცხადს მიღმა დარჩა გიორგი გულიაშვილი.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში უკრაინას დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება, 19 ნოემბერს კი - ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთს შეხვდება. ეროვნულ ნაკრებს საშინაო შეხვედრაში გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს.

საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ჯგუფში 4 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და ლიდერ ჩეხეთს მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. უკრაინასა და ჩეხეთთან მატჩების შემდეგ, თუ საქართველო პირველ ადგილზე გავა, პლეიოფში ითამაშებს და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ექნება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი. 

დღის ამბები