26 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
საქართველო დიდი ბრიტანეთის ტურისტულ გამოფენაზე - ლონდონის სტენდზე, 21 ქართული კომპანია უცხოელებს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აცნობს

მარკეტინგული და მედია კამპანიები, მედიატურების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია - ეს ის საკითხებია, რომელსაც საქართველო დიდ ბრიტანეთს ტურისტულ გამოფენაზე აცნობს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი.

WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 21 კომპანია მონაწილეობს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ გამოფენაში მონაწილეობა კარგი საშუალებაა, როგორც ბრიტანულ, ასევე ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარია პირდაპირ ფრენებზე ლონდონი - თბილისის მიმართულებით. რაც მომავალი წლიდან ამოქმედდება და სხვადასხვა სეგმენტის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ითქვა ისიც,რომ 25 აპრილიდან პირდაპირი ფრენები შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებითაც ამოქმედდება.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან 4 000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენას უამრავი ვიზიტორი ჰყავს.

დღის ამბები