08 დეკემბერი 2024,   04:48
ვრცლად
50 წლის წინ მოკლული ქალის მკვლელი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაიჭირეს - დამნაშავე 84 წლის მამაკაცია, შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, ვისკონსინში, 50 წლის წინანდელი მკვლელობის გახსნა, გენეტიკური ანალიზის გარდა, გენეტიკური გენეალოგიის გამოკვლევის საფუძველზე მოხერხდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შედეგად, მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს მინესოტაში მცხოვრებ 84 წლის მამაკაცს. როგორც ირკვევა, მან 25 წლის მერი კ. შლაისი 1974 წელს მოკლა.

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება მისი ცხედრის პოვნისთანავე, მკვლელობად დაკვალიფიცირდა, თუმცა დამნაშავის დაჭერა მხოლოდ 50 წლის შემდეგ, გასულ კვირას მოხერხდა. 

25 წლის ქალი მაშინ მოკლეს, როდესაც 1974 წელს, ის ავტოსტოპით მიდიოდა ჩიკაგოში ხელოვნების შოუზე. 84 წლის დამნაშავე ჯონ მილერი, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თანახმად, სასამართლო გენეტიკურ გენეალოგიას უკვე წარმატებით შეუძლია გადაჭრას მსგავსი შემთხვევები დნმ-ის ანალიზთან ერთად.

დღის ამბები