08 დეკემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"სიყალბე, ტყუილი, სიცრუე, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იქცა ქართული ენჯეოების სავიზიტო ბარათად" - სოზარ სუბარი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, "გამჭვირვალობის კანონი" სხვა ქვეყნების ანალოგიურ კანონთან შედარებით, სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა საკითხს, გაასაჩივრეს თუ არა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" არასამთავრობო ორგანიზაციებმა სტრასბურგში. 

"სიყალბე, ტყუილი, სიცრუე, ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა იქცა ქართული ენჯეოების სავიზიტო ბარათად. მათ რომ სდომებოდათ შეტანა, ამდენი ხნის განმავლობაში შეიტანდნენ კიდეც და გვეცოდინებოდა რა ეტაპზეა ამ წუთში სარჩელი. რაც შეეხება უშუალოდ სარჩელის შინაარს, მართლა თუ შეიტანენ, მას არ აქვს არანაირი შანსი, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, რუსულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, სადაც 6 პუნქტში დაადანაშაულა რუსეთი, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა იმ სტანდარტს, რასაც ადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. არც ერთი ეს პუნქტი არ არის ქართულ კანონში, ქართლი კანონი პირიქით, სრულად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტთან, გაცილებით მეტად, თუნდაც იგივე ფრანგული კანონი, რომელიც გაცილებით მკაცრია და ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა სტანდარტს სრულად სცილდება,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.

დღის ამბები