26 დეკემბერი 2024,   14:25
ვრცლად
კონფლიქტის კერად რჩება ახლო აღმოსავლეთი-ისრაელი ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს

კონფლიქტის კერად რჩება ახლო აღმოსავლეთი. ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს.

ქალაქ ხან იუნისის დაბომბვას, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში იმ კარვებზე მიიტანეს, რომლებსაც თავს დევნილი მოსახლეობა აფარებდა. ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე გახდა სირიაში ალეპოსა და იდლიბის პროვინციებიც.

ამ ფონზე კი ისრაელის სახელმწიფო ამსტერდამიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობს. მიზეზი ორგანიზებული თავდასხმაა იმ ებრაელებზე, რომლებიც საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად ნიდერლანდებში ჩავიდნენ.

დღის ამბები