კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთით, დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 2,198 შეკვრად დაფასოებული, 2,2 ტონა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
სამართალდამცველებმა რეკორდული რაოდენობის კოკაინი კაუსედოს პორტში, ტანსაცმლის კონტეინერში იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკი პორტში პანამიდან შევიდა და ის ევროპისთვის იყო განკუთვნილი - ტვირთის დანიშნულების ადგილი ბელგია, ანტვერპენის პორტი იყო.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ადამიანია დაკავებული.