08 დეკემბერი 2024,   14:26
ვრცლად
შეტევა დრონებით, აფეთქებები და ხანძრები რუსეთის სხვადასხვა ოლქში - ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის იერიშებს ადასტურებს

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია. სამიზნე ბრიანსკის ოლქში მდებარე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი გახდა - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებულ ცნობებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც.

ტერიტორიაზე, სულ მცირე, 8 აფეთქება და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. მოსკოვის სამმა აეროპორტმა – "დომოდედოვომ", "შერემეტიევომ" და "ჟუკოვსკიმ" მუშაობა შეაჩერა. განადგურებულია 70 დრონი, აქედან 34 მოსკოვის ოლქის თავზე, 14 – ბრიანსკის, 7-7– ორლოვისა და კალუგის, 6 – კურსკის, 2 კი – ტულის ტერიტორიაზე.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ერთ-ერთ დასახლებაში ჩამოვარდა. ორ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, დაშავდა 52 წლის ქალი.

დღის ამბები