მზადება საპროტესტო აქციისთვის - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე აქტივისტები იკრიბებიან. დაგეგმილია მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან.
უცნობია, როგორი იქნება მარშრუტი, თუმცა ცნობილია მოთხოვნა - პროტესტის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
"ლეგიტიმაცია არ აქვს არჩევნებს და პარლამენტარები, დეპუტატები, რომლებსაც აქვთ მანდატი, არიან გამსვლელ სიაში, არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა არჩევნების ხელახალი ჩატარება მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების თანხლებით", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დათო დანელია.