26 დეკემბერი 2024,   15:21
ვრცლად
77 წლის წინანდელი საქორწილო ტორტის ნაჭერი აუქციონზე გაიყიდა - დედოფალ ელიზაბეტისა და პრინც ფილიპის ქორწილისთვის საკონდიტრო შედევრი 1947 წელს გამოაცხვეს

დედოფალ ელიზაბეტ II-ისა და პრინც ფილიპის საქორწილო ტორტის ერთი ნაჭერი, აუქციონის სახლ Reeman Dansie-ს ცნობით, 2200 ფუნტად (2800 აშშ დოლარი) გაიყიდა. ინუკალური სიდიდის ტორტი მონარქის ქორწილისთვის 77 წლის წინ გამოაცხვეს და მისი რამდენიმე ნაჭერი ამ დრომდე ინახება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აუქციონზე გატანილი ტორტის ნაჭერი საჭმელად ვარგისი, სავარაუდოდ, ნამდვილად აღარ არის, ვინაიდან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ქორწილის შემდეგ, რომელიც 1947 წლის 20 ნოემბერს შედგა, 77 წელი გავიდა. თუმცა თითქმის ექსპონატად ქცეული ტორტის ნაჭერი ჯერ კიდევ ლამაზად არის შეფუთული პატარა ყუთში, რომელზეც იმდროინდელი პრინცესა ელისაბედის ვერცხლის ნიშნებია ამობეჭდილი. ამ ყუთით, ძვირფასი ტკბილეული, თითქმის 8 ათეული წლის წინ, ბუკინგემის სასახლიდან სამეფო წყვილის საჩუქრად, შომარიონ პოლსონს ედინბურგში გაუგზავნეს. ეს ქალბატონი შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენციის ჰოლირუდის სასახლის დიასახლისი იყო. 

ნამცხვართან ერთად მაშინ, ქალბატონმა პოლსონმა მიიღო წერილი ელიზაბეთისგან, სადაც მადლობა გადაუხადა მას "სასიამოვნო საქორწინო საჩუქრისთვის".

ელიზაბეთისა და ფილიპის საქორწინო ტორტი იყო ექსტრავაგანტული, ცხრა ფუტის სიმაღლის (2,7 მეტრი) საკონდიტრო შედევრი, რომელიც 500 ფუნტს იწონიდა. მას ამშვენებდა ორივე ოჯახის გერბი და წყვილის საყვარელი აქტივობების შაქრიანი ფიგურები. ტორტი 2000 ნაჭრიანი იყო სამეფო ქორწილში მიწვეული სტუმრების სამყოფად და ასევე, გაეგზავნა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ტორის ერთი იარუსი კი, პრინცი ჩარლზის ნათლობისთვის ინახებოდა. ამ ნაჭრებიდან რამდენიმე ათწლეულებსაც გადაურჩა და აუქციონზე გაიყიდა, მაგალითად, 2013 წელს, რომელიც 1750 ფუნტ სტერლინგს (2300 დოლარი) ღირდა, აუქციონის სახლის Christie"s-ის თანახმად.

დღის ამბები