26 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ექიმების აქცია - ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ექიმები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ექიმები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ - მათ დღეს აქცია გამართეს და კერძო კლინიკის ხელმღვანელებისგან კითხვებზე პასუხები მოითხოვეს.

როგორც პროტესტის მონაწილეებმა თქვეს, გასული წლის სექტემბრის დასაწყისში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით ისინი სამსახურიდან დაითხოვეს. უთხრეს, რომ მაქსიმუმ ერთ თვეში, სარემონტო სამუშაოების შემდეგ ისევ განაახლებდნენ მუშაობას, თუმცა უკვე ერთი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში 350 თანამშრომელი არც ხელფასს იღებს.

თანამშრომლები ეჭვობენ, რომ კლინიკა უნდა გაიყიდოს და მფლობელი აღარ გეგმავს პირობის შესრულებას.

„სახელფასო დავალიანება გვაქვს თითქმის 9 თვის ასაღები მე და ჩემს კოლეგებს. კოვიდის შემდგომ, კლინიკამ განაახლა მუშაობა 1.5. წელი. კლინიკა მუშაობდა სრული დატვირთვით. ახლა როგორც ჩანს, იყიდება ისე, რომ ჩვენ - მთელი კოლექტივი, ვართ მოტყუებულები,“ - აცხადებს ქირურგი ნანა მინდაძე.

აქციის მონაწილები ჯანდაცვის საინისტროს დახმარებას სთხოვენ.

გადამღები ჯგუფმა სცადა კერძო კლინიკის მენეჯმენტთან დაკავშირება, თუმცა ისინი „კურიერის“ ზარებს არ პასუხობენ.

დღის ამბები