06 დეკემბერი 2024,   14:32
ვრცლად
საქართველოში FIFA-ს პრეზიდენტი ჩამოდის

13 ნოემბერს, სპეციალური ვიზიტით, საქართველოს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართავს.

FIFA-ს პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი, იური ჯორკაეფიც ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის, ყოფილი ავაზას ტერიტორიაზე მიმდინარე სფფ-ის დიღმის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დათვალიერება, რომელიც ფიფას თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

სტუმრები ასევე ეწვევიან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს.

დღის ამბები