27 დეკემბერი 2024,   01:11
ვრცლად
აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთში ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები სპეციალურმა კომისიამ ოთხ კატეგორიაში გამოავლინა.

ალექსანდრე ბერულავა სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან და მინისტრთა საბჭოს წევრებთან ერთად დახვრიტეს. დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, ტრადიციულ სახეს მიიღებს.

"დაწესდა ჩვენი გმირი ჟურნალისტის - ალექსანდრე (საშა) ბერულავას ჯილდო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო გადაეცემა ყველა ჟურნალისტს, რომელიც შეიტანს წვლილს ჩვენს მშვიდობიან დაბრუნებაში, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.

დღის ამბები