26 დეკემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ISFED-ის განცხადებით, ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

ISFED-ის განცხადებით, ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია. "სამართლიან არჩევნებში" გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტს აღემატება.

ამ საკითხზე ცესკომ განმარტება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და ISFED-ი მანიპულაციებში დაადანაშაულა. 

როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" უფროსი მკვლევარი, შოთა ნარსია აცხადებს, ცესკოს მოუწოდებენ,  მისი მისამართით არსებულ კითხვებს სრულყოფილი პასუხები გასცეს. 

"საერთო ჯამში, კენჭისყრის დღის შემდეგ, ცესკოს მონაცემებში დაფიქსირდა არჩევნებში მონაწილე კაცი ამომრჩევლების რაოდენობის კლება 88 975-ით და ქალი ამომრჩევლების რაოდენობის ზრდა 91 911-ით. საყურადღებოა, რომ 10 საარჩევნო ოლქში შეუსაბამობა გამოვლინდა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების საერთო რაოდენობის მონაცემებშიც. სამართლიანი არჩევნები ცესკოს მოუწოდებს, სრულყოფილი პასუხები გასცეს მისი მისამართით არსებულ კითხვებს, წარმოადგინოს საარჩევნო უბნებიდან მიღებული ქვითრები და ანგარიშები ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და საზოგადოებას მიაწოდოს დადასტურებულად ზუსტი ინფორმაცია, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერული შემადგენლობის შესახებ საარჩევნო უბნების მიხედვით," - აცხადებს შოთა ნარსია. 

 

დღის ამბები