26 დეკემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ესპანეთში კვლავ ქარიშხალსა და წყალდიდობას ელოდებიან - ქვეყნის მასშტაბით განგაშია გამოცხადებული

ესპანეთის მთელ ტერიტორიაზე განგაშია გამოცხადებული. ქვეყანაში კვლავ ქარიშხალსა და წყალდიდობას ელოდებიან. მთავრობა მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ცდილობს.

ვალენსიაში, წყალდიდობის შემდეგ მიყენებული ზიანის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, სტიქიისთვის ემზადებიან.

სტიქიით დაზარალებულ რაიონებში, შლამით გავსებული სისტემების გაწმენდა ცდილობენ, რათა, მოსალოდნელი წვიმის დროს, წყალმა და ღვარცოფულმა ნაკადმა ტერიტორია ხელახლა არ დატბოროს.

ვალენსიასთან ერთად, სტიქიისთვის კატალონიასა და ანდალუსიაშიც ემზადებიან. ეს ის რეგიონებია, სადაც 29 ოქტომბრის წყალდიდობამ მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. დამანგრეველი სტიქიის შედეგებზე, ბაქოში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს კლიმატის სამიტზე ისაუბრა.

გასულ თვეს, წყალდიდობას ესპანეთში 300-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება 89 პირი. ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 31 მილიარდი ევრო გამოყო.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები