26 დეკემბერი 2024,   22:03
ვრცლად
"სცენაზე კეკლუცი, ფოტოების გადაღება და იქიდან მაღალფარდოვანი შეძახილები არ არის ჩვენის საქმე" - ბერდია სიჭინავა

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, "ღამის კურიერთან" საუბრის დროს, განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ჰქონდეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მათ მიაწოდონ მტკიცებულებები, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამდგარი შედეგი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ეს პროცესი ხანგრძლივია და ის რამდენიმე დღეში ვერ მოგვარდება.

"სცენაზე კეკლუცი, ფოტოების გადაღება და იქიდან მაღალფარდოვანი შეძახილები არ არის ჩვენის საქმე. ჩვენი საქმე არის საქმის კეთება და ხალხის გვერდში დგომა, როგორც ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა იმისათვის, რომ ამ ქვეყნიდან მიაწოდონ მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რათა ამ პარლამენტმა არ მიიღოს ლეგიტიმაცია, ძალიან მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ქვეყნის შიდა ლეგიტიმაცია არ არსებობა, ოღონდ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მტკიცებულებების მიწოდება, მათთან თანამშრომლობა, მათი დარწმუნება, რომ ამ პარლამენტს არ ჰქონდა ქართველი ხალხის ნდობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი და ამ პროცესში თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ ნაბიჯებს აქვს მნიშვნელობა.

არ მინდა, მოქალაქეებს მოლოდინი შეუქმნა, რომ არსებობს ისეთი წამალი, რომელსაც ხვალ მოვიგნებთ და ამ პროცესს, ამ პრობლემას გადაწყვეტს და მოარჩენს. ეს არის გრძელვადიანი საკითხი, რამდენიმეთვიანი საკითხი, სადაც ჩვენ არ უნდა დავიღალოთ. ჩვენ კი არ უნდა დავიღალოთ, ჩვენ უნდა დავღალოთ ხელისუფლება. ამიტომ, სამოქალაქო პროტესტს, აქციებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მოქალაქეების აქტიურობაც და მხარდაჭერაც", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები