26 დეკემბერი 2024,   15:21
ვრცლად
26 ოქტომბრიდან დღე არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში. ეს უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ - ტიერი მარიანი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. 

საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

"26 ოქტომბერს ქართველებმა მკაფიო უმრავლესობა მისცეს "ქართულ ოცნებას", პატივი ვცეთ მათ არჩევანს", - ეს განცხადება ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანიმ საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას გააკეთა.

"ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებიდან ათი დღის შემდეგ თბილისში გერმანიის ელჩი მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობდა, ხოლო შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველები ქუჩაში უნდა გავიდნენ, მათ ინსტრუქციები მისცა და მაიდანის მოვლენები შეახსენა. 26 ოქტომბრიდან ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ ევროპელი ლიდერი არ ჩარეულიყო საქართველოს საქმეებში. ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები უნდა შეწყდეს, თუ ევროკავშირს არ უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც სსრკ. 26 ოქტომბერს ქართველების უმრავლესობამ ხმა მისცა "ქართულ ოცნებას". ისინი არ არიან მოსკოვის ვასალები და არც ბრიუსელს ექვემდებარებიან. ისინი თავისუფალი ევროპელები არიან, რომელთაც სურთ, დარჩნენ ქართველებად. მოდით, პატივი ვცეთ მათ არჩევანს", - აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.

დღის ამბები