უკრაინის სახალხო დეპუტატის, უმაღლესი რადას ეროვნული უშიშროების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრის, ალექსანდრ ფედიენკოს განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანების შემდეგ, მობილიზების ფარგლებში, უკრაინის სამხედრო სამსახურში ისეთ ადამიანებს იწვევენ, რომლებსაც ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები აქვთ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ფედიენკოს თქმით, მას არ ესმის, რამ გამოიწვია სამინისტროების მხრიდან ასეთი ბრძანების გაცემა.
"რასთან გვაქვს საქმე?! სამხედრო სამსახურში მობილიზებულები არიან, აივ-ინფექციის მქონე მოქალაქეები, ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებულები, ახლახან ყრუ ადამიანი გაიწვიეს ჯარში. მანამდე გაიწვიეს ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა, მეტყველება უჭირდა და თავის ტვინის ატროფია ჰქონდა", - წერს სახალხო დეპუტატი.