26 დეკემბერი 2024,   14:24
ვრცლად
დონალდ ტრამპის მთავრობა - ვინ არიან შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის გუნდის ახალი წევრები და რა წარსული აქვთ მათ

შეერთებული შტატების 46-ე და 47-ე პრეზიდენტებმა, ორ საათიანი შეხვედრისას ბევრ საკითხზე ისაუბრეს, გაცვალეს შეხედულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს შანსი გამოიყენა, რათა ახალი გუნდისთვის აეხსნა, თუ რატომაა ევროპის გაძლიერება და აგრესორის შეკავება ამერიკის სტრატეგიული ინტერესი, იმისათვის, რომ თავად არ გახდეს ომში ჩართული მხარე.

დონალდ ტრამპი პოლიტიკურ ოჯახს აფართოებს და თანამოაზრეებს იკრებს. ეროვნული დაზვერვის შეფად დემოკრატებიდან რესპუბლიკელებთან გადაბარგებული კონგრესმენის, ტუსლი გაბარდის დანიშვნის შემდეგ, მან კონგრესში ტრამპის ყველაზე გულმხურვალე დამცველს, მეტ გაეტს გენ-პროკურორის როლი შესთავაზა. გაეტსმაც არ დააყოვნა და კონგრესი დატოვა.

გაეტსი წინააღმდეგობრივი ფიგურაა თავად რესპუბლიკელებისთვის, რადგან მის წინააღმდეგ სექსუალური და ფინანსური ხასიათის საქმეებზე გამოძიებაა ჯერ ისევ პროცესშია. ეთიკის კომისიამ კი მასზე ანგარიშიც კი მოამზადა. კანონმდებლები ეჭვობენ, რომ შესაძლოა ამ საქმეებმა დღის შუქი ვეღარც ნახოს, თუმცა სანახავი უკვე ნანახი აქვთ სენატორებს, შესაბამისად არსებობს საჭიროება, რომ გაეტსმა კითხვებს უნდა უპასუხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავად რესპუბლიკელებთან ექნება პრობლემა.

ტრამპის გუნდი თვლის, რომ პრეზიდენტის შემდეგ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან გენერალური პროკურორი მასობრივი დეპორტაციების, 6 ნოემბერს დაკავებულების შეწყალებისა და ტრამპის სასამართლო საქმეებისთვის შურისძიების საქმეში ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიციებით იხელმძღვანელებს. მეტ გეიტსის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, ტრამპს სთხოვა პალატიდან გუნდში მეტი აღარავინ წაიყვანოს. თავად ჯონსონმა თანამდებობა შეინარჩუნა, განსხვავებით უმრავლესობის ლიდერისგან, მიტჩ მაკკონელს, სენატში ჯონ თუნი ჩაანაცვლებს.

უკვე დადასტურდა, რომ პომპეოს შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის როლი კუბელ ემიგრანტს, მარკო რუბიოს ერგება. რესპუბლიკელებისგან პრეზიდენტობის კანდიდატურის მოპოვებაში ტრამპის 8 წლის წინანდელი მეტოქე. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ის მტაცებლად განიხილება. გამოირჩევა ხისტი ხაზებით, განსაკუთრებით კი ჩინეთზე, ირანსა და ვენესუელაზე. უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა კიევის მხარდამჭერ ბიუჯეტს ბოლოს მხარი არ დაუჭირა. თვლის, რომ რუსეთს ომის დამთავრება უნდა აიძულონ.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს და ამ მხრივ ახალი გეგმებიც აქვს, რაც განათლებაზე ზრუნვას თითოეული შტატის ფედერალურ ვალდებულებად აქცევს. უფრო ფართოდ კი რეფორმა საჯარო სკოლებში ლოცვას, მშობლის უფლებების გაფართოებასა და პატრიოტიზმის წახალისებას ითვალისწინებს. ხედვები საკმაოდ კონსერვატიული. ტრამპი არის კიდეც კონსერვატიული ჯგუფის წევრი და "კონსერვატიული პოლიტიკური ქმედების კონფერენციის" უცვლელი მონაწილე, რომელიც ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას ემსახურება.

 

 

დღის ამბები