უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები უცვლელია. ხერსონში, რუსულმა უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმის შედეგად, 60 წლის მამაკაცი დაშავდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქ კიევის თავზეც, სადაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 10 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ღამით, თავდასხმის შედეგად მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა. უკრაინის ჯარებმა კურსკის ოლქში რუსეთის 21 თავდასხმა მოიგერიეს.
პარალელურად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ გამოცემა Kyodo News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. იაპონური გამოცემის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტაკეში ივაია დღეს უკრაინის ოფიციალურ პირებს შეხვდება.