21 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"თუ ეს არ იყო იმ გაცვეთილი სცენარის გამეორება, რაც გააკეთეს 2020 წელს პუფებად წოდებულებმა, როცა შეიკრიბება პირველი სხდომა, მობრძანდნენ და დაწერონ განცხადება" - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

საპარლამენტო სიების ჩახსნასთან და მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" პროცედურები და რეგლამენტი კიდევ ერთხელ განმარტეს.

მათი თქმით, ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური სუბიექტის მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ, თუმცა მანამდე პარლამენტმა ყველა დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნოს.

"ჯერ უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, ცნობილი უნდა იქნეს 150 დეპუტატის უფლებამოსილება და, ამის შემდეგ შეუძლიათ მათ, რომ დაწერონ ინდივიდუალური განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. თუ ეს არ იყო უტიფარი პოპულიზმი და თუ ეს არ იყო ისევ იმ გაცვეთილი და სასაცილო სცენარის გამეორება, რაც გააკეთეს 2020 წელს პუფებად წოდებულებმა (თავად დაარქვეს თავის თავს პუფები), კეთილი ინებონ, როდესაც შეიკრიბება პირველი სხდომა, მობრძანდნენ და დაწერონ განცხადება", - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები