უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები წერენ.
ლოხიშვილი ხერსონის მიმართულებაზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულ სამხედროს საქართველოში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ.