27 დეკემბერი 2024,   13:56
ვრცლად
უკრაინამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის - უცხოური მედიის ცნობით, უკრაინამ კურსკის ოლქს შეუტია

უკრაინამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის. გავლენიანი დასავლური მედიის ინფორმაციით, შესაბამისი რაკეტებით უკრაინამ კურსკის ოლქს შეუტია. სარაკეტო დარტყმის ზუსტი სამიზნე არ სახელდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი მარინოში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბუნკერში, შესაძლოა განთავსებული იყოს რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი, შესაძლოა იქ იყვნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებიც. Storm Shadow-ს მწარმოებელი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამ ინფომრაციას ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს.

გასულ ღამით კიდევ ერთხელ დაიბომბა დონეცკის ოლქი. არის მსხვერპლი - დაღუპულია
11 წლის ბიჭი, არიან დაშავებულები. ფრონტის ხაზზე ინტენსიური შეტაკებებია კვლავ პორკოვსკისა და კურახოვეს მიმართულებით.

უკრაინაში შექმნილ ინფორმაციულ ქაოსზე გააკეთა განცხადება ვოლოდიმირ ზელენკიმ. მისი თქმით, არსებული ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. შეგახსენებთ, უკრაინაში გუშინ გავრცელდა არაერთი ცრუ შეტყობინება კიევზე თავდასხმის შესახებ, რაც ქვეყანაში მასობრივ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ იერიშად შეფასდა.

პარალელურად, ერთდღიანი პაუზის შემდეგ კიევში მუშაობა განაახლა აშშ-ის საელჩომ. ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობა უკრაინის დედაქალაქში პოტენციური საჰაერო თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფომრაციის გამო გუშინ დაიხურა.

დღის ამბები