24 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ 48 ათასს გადააჭარბა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებს 700-ზე მეტი ბავშვი შეემატა. ამჟამად ილია მეორეს 48 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა:

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არასდროს არ ტოვებს ადამიანს მარტო, მუდამ ახლოსაა უფალი.

მაგონდება შემთხვევა, რომელიც კომუნისტების დროს მოხდა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.

ტაძარში, სხვებთან ერთად, ორი ქალბატონიც იყო. ერთი საშუალო ფენის წარმომადგენელი, მეორე დიდგვაროვანი ქალბატონი.

ამ ადამიანს გული კარნახობდა, რომ მიდი იმ დიდგვაროვანთან და სამი მანეთი მიეცი; ის კი ვერ ბედავდა, სთხოვდა, შეურაცხყოფად არ მიეღო ქალბატონს მისი საქციელი.

ბოლოს მაინც მივიდა. აღმოჩნდა, რომ იმ დიდგვაროვანს კაპიკიც არ ჰქონდა და ღმერთს შეწევნას ევედრებოდა. მან მიწოდებული თანხით დიდად გაიხარა. მადლი შესწირა ღმერთსაც და შემომწირველსაც და თავისი პატარა სასწაული მღვდელს უამბო.

წმინდაო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩვენთვის.

დიდება მამასა, და ძესა, და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ახლა ჩვენ ისევ ვიგალობოთ:

"ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის".

დალოცვილი იყავით და გახარებული.

ღმერთი იყოს ჩემი ნათლულების, თქვენი და საქართველოს მფარველი და შემწე.

ჩვენთან არს ღმერთი".

დღის ამბები