26 დეკემბერი 2024,   22:16
ვრცლად
გერმანიაში ბუნკერების ქსელის შექმნაზე მუშაობენ

გერმანიაში ბუნკერების ქსელის შექმნაზე მუშაობენ. ინფორმაციას "ბილდი" ავრცელებს. მოსახლეობის დაცვისა და კატასტროფის სიტუაციებში დახმარების ფედერალურმა სააგენტომ უკვე დაიწყო მუშაობა მთელ ტერიტორიაზე მიწისქვეშა თავშესაფრების ქსელის მოსაწყობად, მიზეზი საგარეო საფრთხის ზრდაა.

"ამ დროისთვის სპეციალისტები იმ შენობებს არჩევენ, სადაც მსგავსი საინჟინრო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია. თავშესაფრები სამთავრობო და ადმინისტრაციული შენობების ქვეშ, ასევე მეტროსადგურების მიმდებარედ მოეწყობა", - წერს გერმანული გამოცემა.

ამას გარდა, იგეგმება მობილური აპლიკაციის შექმნა, რომლის საშუალებით მოქალაქეები საფრთხის შემთხვევაში უახლოესი ბუნკერის ადგილ მდებარეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ - ინფორმაციას "ბილდი" ავრცელებს.

დღის ამბები