26 დეკემბერი 2024,   22:35
ვრცლად
"ლე მონდი": ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში საკუთარი სამხედროების ან კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას "ლე მონდი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ევროპაში საკითხზე დისკუსია დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ განახლდა, რისი საფუძველიც გახდა ვარაუდი, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ვაშინგტონი კიევის სამხედრო მხარდაჭერას შეაჩერებს.

"თავდაცვის სფეროში საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც ევროპაში უკრაინაზე ორიენტირებული დამრტყმელი ძალის შექმნას გულისხმობს", - უთხრა გამოცემას საქმესთან უშუალოდ დაკავშირებულმა ბრიტანელმა წყარომ.

ამ წლის თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საჯაროდ განიხილა დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, რასაც ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, მათ შორის გერმანიის მკვეთრი წინააღმდეგობა მოჰყვა. "ლე მონდის" სტატიას კრემლის პრესსპიკერი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვისთვის უცნობია, სიმართლეს შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია.

დღის ამბები