26 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
გადაწყვეტს თუ არა ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას - საკითხის განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი დღეს იკრიბება

გადაწყვეტს თუ არა ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას? საკითხის განსახილველად ისრაელის უშიშროების კაბინეტი დღეს იკრიბება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში შესაძლოა, შეთანხმება ძალაში უკვე რამდენიმე დღეში შევიდეს. ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელმა და ლიბანმა კონსენსუსს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებზე უკვე მიაღწიეს, თუმცა ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა.

არსებული მონაცემებით, შეთანხმება 60 დღიან გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, რომლის დროსაც ისრაელის ჯარები სამხრეთ ლიბანიდან გავლენ. შეთანხმება ასევე აყალიბებს აშშ-ს ხელმძღვანელობით სამეთვალყურეო კომიტეტს ზავის მონიტორინგისთვის.

დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ცეცხლის შეწყვეტას დღეს აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები გამოაცხადებენ.

დღის ამბები