არც პირველი იყო ეს შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მომენტში საკუთარივე ამომრჩეველი მიატოვეს ამ ლიდერებმა, და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი შემთხვევა იქნება - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
ლევან მახაშვილი ოპოზიციის ლიდერებს ურჩევს მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველსა და ხალხს.
“არც პირველი იყო ეს შემთხვევა, როდესაც კრიტიკულ მომენტში საკუთარივე ამომრჩეველი მიატოვეს ამ ლიდერებმა, და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი შემთხვევა იქნება. არ ვიცი, ამ ლიდერებიდან ზოგი სახლში იყო ალბათ თბილად, ზოგი სადღაც გარბოდა, არ ვიცი - ვნახავთ, მაგრამ უკვე მართლა ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანების შეფასება.
სადაც არ უნდა იყვნენ, გარეთ თუ შიგნით, ერთი რჩევა მექნება ყველასთვის, უსმინონ საკუთარ მოსახლეობას და ხალხს იმიტომ, რომ პარლამენტში შეჰყავს არა რომელიმე უცხოელს ან ვიღაც სხვას, არამედ საკუთარივე მოსახლეობას არჩევნების გზით,“ - აცხადებს ლევან მახაშვილი.