26 ნოემბერი 2024,   19:04
ვრცლად
ანრი ოხანაშვილი: "ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს"

"ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს" - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებისას განაცხადა:

"ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით სამინისტრო პროაქტიულად გააგრძელებს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესს; უზრუნველყოფს სამართლებრივი დაახლოების შესახებ ინფორმაციის ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვას. ეს მნიშვნელოვანი საქმიანობაა, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური მიზანია და ამ მიმართულებით სახელმწიფო უნდა შეხვდეს მზად ევროკავშირის წევრობას და შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე უნდა იყოს სრულად ჰარმონიზებული, თანხვედრაში და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებით განვაგრძობთ მუშაობას," ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები