26 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
ვახტანგ გომელაური: პოლიციის 19 ატაშეს მიერ დღეის მდგომარეობით იფარება 38 სახელმწიფო და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროპოლი და ნატო

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრა. 

ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს  პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება წარმოადგენს.

„მინდა ვისაუბრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე. შინაგან  საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება. პოლიციის 19 ატაშეს მიერ დღეის მდგომარეობით იფარება 38 სახელმწიფო და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია ევროპოლი და ნატო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები