27 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
"ყველანაირ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მიეცეს - უახლოეს მომავალში მივმართავთ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით" - ირაკლი ფავლენიშვილი

გადადგამს თუ არა შემდეგ ნაბიჯს ოპოზიციის ნაწილი და მიმართავს თუ არა პარლამენტის კანცელარიას მანდატების გაუქმების მოთხოვნით? ბარიერგადალახული კოალიციები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. განცხადებების საფუძველზე, "კოალიციას ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასა" და "ძლიერ საქართველოს" გუშინ, დღის ბოლოს, ცესკომ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით. ყველანაირ სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მიეცეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, სიების ჩახსნა იყო ამის შემადგენელი ნაწილი. უახლოეს მომავალში ჩვენ შემდგომ სამართლებრივ ნაბიჯს გადავდგამთ და მივმართავთ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით", - აცხადებს
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

დღის ამბები