ოპოზიციის წევრების მხრიდან მანდატებზე გაუქმების შესახებ საუბარს მმართველი გუნდი სპეკულაციას უწოდებს და ამბობენ, რომ ოპონენტები პროცესში დესტრუქციის შეტანას ცდილობენ.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიმართონ პარლამენტს და მოითხოვონ მანდატების გაუქმება, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთ პოლიტიკოსს აქვს გაკეთებული.
"სანამ ცესკო შეაჯამებდა არჩევნებს, მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ჩახსნიდნენ სიებს და გაიუქმებდნენ მანდატებს. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სანამ პარლამენტის პირველი შეკრება არ იქნებოდა, შეუძლებელი იყო ასეთი პროცედურის არსებობა, ამას არ ითვალისწინებს კანონი, მაგრამ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ მათ მომართონ პარლამენტს და მოითხოვონ მანდატების გაუქმება, ეს, ჯერჯერობით, მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს გაკეთებული. გვჯერა, რომ ეს ადამიანები ბოლომდე შეეცდებიან, რაიმე დესტრუქცია შემოიტანონ ამ პროცესში", - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.
დაპირების მიუხედავად, ოპოზიციონერები მანდატების დატოვებაზე განცხადებებს არ წერენ. ბარიერგადალახული კოალიციები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.