27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
რუსულმა არმიამ, ბოლო ერთ კვირაში, 235 კვადრატული კილომეტრი დაიკავა - მსგავსი სისწრაფით ტერიტორიის აღება უკრაინაში 2022 წლის შემდეგ არ ყოფილა

უკრაინაში, სადაც ომი გრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაზე ჯერ არაფერი ისმის. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში გასულ ღამითაც ჩაირთო, მათ შორის კიევში "შაჰედის" დრონების თავდასხმის გამო.

ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლი დააზიანა, არიან დაშავებულები.

აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვის ოლქშიც, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 სამოქალაქო პირი.

აქტიურად
მიიწევენ რუსული ძალები ფრონტის ხაზზე. ოკუპანტებს უკვე აღებული აქვთ დონეცკის ოლქში დასახლებები ნოვოსელი-დივკა და პეტრივკა.

ბოლო მონაცემებით, რუსულმა არმიამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 235 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. მსგავსი სისწრაფით ტერიტორიის აღება უკრაინაში 2022 წლის შემდეგ არ ყოფილა.

 

დღის ამბები