27 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის, კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი ფინალურ ეტაპზეა" - ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი ფინალურ ეტაპზეა.

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას ყველაზე გვიან 2029 წელს დაიწყებს.

"ფინალურ ეტაპზე, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი. კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულების ეტაპზეა. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ოპერირებას, ყველაზე გვიან, 2029 წლისთვის დაიწყებს. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტის გამტარუნარიანობა იქნება 600 000 კონტეინერი წელიწადში, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მილიონ დოლარამდე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები