27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ჩვენ გვყავს ტყუილებით სავსე ოპოზიცია, რომლისგანაც მიჩვეულები ვართ, რომ რასაც ამბობენ, არ ასრულებენ" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაზე

უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციის ყველანაირი სტატისტიკა, მათი წარსული და ბიოგრაფია მმართველ გუნდს აძლევს იმის საშუალებას, რომ ეჭვი შეიტანოს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მათ განცხადებებში.

მაჭავარიანის განმარტებით, ოპოზიციამ 2020 წელსაც განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა შევიდა და ხელფასების ანაზღაურებაც მოითხოვა.

"ამის [მათ განცხადებებში ეჭვის შეტანის] საფუძველი, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ ტყუილებით სავსე ოპოზიცია გვყავს და მათგან მიჩვეულები ვართ, რომ რასაც ამბობენ, იმას არ ასრულებენ. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს, საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით 2020 წელს რომ გადავხედოთ, ვინც პარლამენტში შევა "პუფი" იქნებაო და, საბოლოო ჯამში, ყველა შემოვიდა. 2021 წელს, ხვეწნა-მუდარით, ის ხელფასებიც აგვანაზღაურებინეს, რაც გაცდენების გამო ჰქონდათ. შესაბამისად, ყველანაირი სტატისტიკა, მათი წარსული და ბიოგრაფია იმაზე მეტყველებს და გვაძლევს საშუალებას, ეჭვი შევიტანოთ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები